Tuesday 15 January 2019

სამოდელო გაკვეთილის გეგმა


                სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო გაბუნია
                       სამოდელო  (   პრობლემაზე ორიენტირებული)  გაკვეთილის  გეგმა

711.2018

 აბოს ღალატი თუ პიროვნული არჩევანი?იოანე საბანისძის
’წამება წმინდა მოწამე აბოსი’’

გაკვეთილის   თემა
სწავლების საფეხური, კლასი
საშუალო საფეხური:  X-ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
22 მოსწავლე,სსსმ მოსწავლე 1
 საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის მეთოდი
თანამშრომლობითი
კლასის ორგანიზების ფორმა
მთელი კლასი,ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა
გაკვეთილის დროითი ჩარჩო
   55 წთ.
გამოსაკითხი მასალა
მოსწავლეები ისაუბრებენ და გამოხატავენ საკუთარ აზრს,თუ
 რა მორალურ და ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ერს  მონობა.ასევე ისაუბრებენ
 ადამიანის არსების  განსაზღვრელ ფაქტორებზე.

წინარე  ცოდნა
  
მოსწავლეები იცნობენ და შეუძლიათ მსჯელობა ჰაგიოგრაფიის ესთეტიკასთან
დაკავშირებით,შესწავლილი აქვთ იოანე საბანისძის ‘’წამება წმინდა
მოწამე აბოსი’’ და შეუძლიათ, იმსჯელონ თხზულების მნიშვნელობაზე,ავტორის
 მიზანდასახულობაზე, განემტკიცებინა  ქართველთა ეროვნული თვითშეგნება-
ავტორს  ერის გადარჩენის  ერთადერთ  გზად ქრისტიანობის დაცვა და
 სარწმუნოებრივი სიმტკიცე  მიაჩნდა.ასევე შეუძლიათ, იმსჯელონ არსებულ
 რეალობაში აბოს ცხოვრებასა და ღვაწლზე.

საკითხის აქტუალობა
საკითხი აქტუალურია იმდენად ,რამდენადაც პიროვნების თავისუფალ
არჩევანზე საუბრისას მოსწავლეები გააცნობიერებენ,რამდენად მნიშვნელოვანია
ინდივიდის იდენტობა ჩამოყალიბდეს   ტოლერანტულ,ქსენოფობიისაგან
თავისუფალ  გარემოში,ღია საზოგადოებაში ,რომელიც თავისუფალია
ცალმხრივი შეფასებისაგან ,როცა საქმე ადამიანის აღმსარებლობას,
მრწამსს და შეხედულებებს ეხება.ამასთან პიროვნების კრიზისის ეპოქაში ისინი
ისაუბრებენ, რომ მიუხედავად ‘’ჟანრობრივი კლიშეებისა’’ჰაგიოგრაფიული
ტექსტი მოფიქრალ ადამიანში ყოველთვის აღძრავს კითხვებს და აქვს სათქმელი
 ყველაზე თანამედროვე მკითხველისთვისაც კი,კერძოდ,პიროვნება
თავისუფალია თავის არჩევანში,თუ ის მის მრწამსს ეხება.

გაკვეთილის მიზნები:






გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლე

·         მოსწავლე იოანე საბანისძის ტექსტში ‘’აბოს წამება’’ არგუმენტებითა და
სათანადო ტექსტური მასალის  გამოყენებით მსჯელობს აუდიტორიის წინაშე
პრობლემაზე ,რომელიც დაინახა თხზულებაში,წერილობითი
 ტექსტის შექმნისას  გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს  და
აზრს აყალიბებს ნათლად და თანმიმდევრულად.

მთავარი კითხვა
მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტია თუ არა ქრისტიანობა. მნიშვნელოვანია ის,
 ჩემთვის არის ის ჭეშმარიტი თუ არა. ადამიანის არსებას განსაზღვრავს
 ისტორიული რეალობა, თუ  პიროვნების სუბიექტური არსის აღქმა.?

განსავითარებელი უნარები
ü  მრავალფეროვანი მოსაზრებების გამოხატვის უნარი,
ü  ღირებულების  ფორმირება,
ü  წაკითხული მასალის  პირად გამოცდილებასთან და რეალობასთან
შედარების, დაკავშირებისა და ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაში
 გამოყენების უნარები.

ü  მსჯელობის, ანალიზის და კრიტიკული  აზროვნების უნარების
განვითარება,
ü  თანამშრომლობის,კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების
განვითარება

ესგ -თ განსაზღვრული სტანდარტი
·        მიმართულება: ზეპირმეტყველება ქართ. X. 1. მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიე
ბში.
    მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან
 საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად
·         ართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის
მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების
წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა
 თხზულებამ;
მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც
 თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების
გაანალიზება.
განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს,
რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის
ინტერპრეტაციას;
·         ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ
 წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებებს;


მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლე შეძლებს ისაუბროს იდენტობის  ძიებისა და ჩამოყალიბების რთულ
პროცესზე,პიროვნებულ არჩევანზე,რასაც ინდივიდი გამოხატავს ამა თუ იმ
ალტერნატივის მიმართ, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში
 შეიძლება არსებობდეს.განსაზღვრავს  და შეძლებს დასმულ კითხვაზე ადეკვატური
 პასუხის გაცემას და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ზეპირი და წერითი
 საშუალებით გამოხატვა.

 შეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი (  რუბრიკა თან ერთვის :1მოსწავლეთა
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა;  2.პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა; 3.განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
სასწავლო რესურსები
PPT სლაიდები, სახელმძღვანელო- X კლასი ვ.როდონაია
 დაფა,ცარცი,ფლიფჩარტი,
პროექტორი, ნოუთბუქი, ეკრანი, ფურცლები,მარკერი.
გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობები,
დრო)
            A      ფაზა -გამოწვევა (წინარე ცოდნის გააქტიურება)               დრო-10  წთ.

საორგანიზაციო საკითხები:აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნებისა
და შეფასების რუბრიკის გაცნობა.           2 წთ..
აქტ.#1მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებისა და თემაზე კონცენტრირების
 მიზნით ვსვამ შეკითხვას:
ადამიანის არსებას განსაზღვრავს
 ისტორიული რეალობა, თუ  პიროვნების სუბიექტური არსის აღქმა.?3წთ

§  აქტივობა  N 2.წინარე ცოდნის გაასააქტიურებლად ვსვამ შეკითხვებს:
§  დრო 5წთ
§  რატომ მოიპოვა აღიარება ამ ტექსტმა მოცემულ
§  კონკრეტულ საზოგადოებაში?
§  ვინ შექმნა ტექსტი?
§  ვინ არის ავტორის სავარაუდო აუდიტორია?
§  რა შეიძლება მივიჩნიოთ ტექსტის ღირებულებად?
§  რა არის საკამათო და რთულად გასაზიარებელი ჩვენთვის?
   B    ფაზა-სიღრმისეული წვდომა         დრო 30 წთ.
  აქტივობა  N 3
§  რა არის იდენტობა?7 წთ
§  როგორ ფორმირდება ჩვენი იდენტობები (პიროვნული,
§   სოციალური კულტურულინაციონალური)?
§  რას ფიქრობენ სხვები ჩვენ შესახებ და რას ფიქრობ შენ საკუთარ თავზე?
§  როგორ და რამდენად განაპირობებს იდენტობა 
§  გამოცდილებების  შეძენის პროცესს?

განმავითარებელი შეფასება-შეჯამება/კომენტარი  2წთ.

აქტივობა  N 4
1.      დრო  5წთ.
2.      როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება?
3.      როგორ შეიძლება პიროვნების გადაწყვეტილებამ  ან ქმედებამ
4.      შეცვალოს მეორე პირის ცხოვრება?
5.      როგორ იღებენ გადაწყვეტილებას და მოქმედებენ  პერსონაჟები?
6.       
1.      აქტივობა  N5
2.       დრო 6 წთ
3.      რა ტიპის კონფლიქტების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენი მიზნების
4.      ძიებისას?
5.      რა პიროვნული თვისებები დაეხმარა მათ მოცემული კონკრეტული
6.      გადაწყვეტილების მიღებაში?
7.      როგორ სტიმულს აძლევს ხალხს ამგვარი ფაქტები თავიანთი
8.      მიზნების განსახორციელებლად?


აქტივობა  N6
დრო    5წთ


    C  ფაზა -  რეფლექსია  
აქტივობა  N 7
 დრო  5 წთ.ავსებენ წყვილებში სქემას და ითვალისწინებენ  ერთმანეთის  
შეხედულებებს,შემდეგ ინდივიდუალურად ამზადებენ ზეპირ გამოსვლას
ლიტერატურა და ცხოვრება

    რა მოხდა
                                                
 ლიტერატურაში? 


რა შეიძლებოდა მომხდარიყო ცხოვრებაში,
  ის ჩვენი მეგობრი, ახლობლი,
რომ ყოფილიყ?

აქტივობა  N 8

ვაფასებ ზეპირ გამოსვლას  ანალიტიკური შეფასების რუბრიკით,
რომელიც გაკვეთილის დასაწყისშივე გავაცანი მოსწავლეებს.
აქტივობა  N 9

დრო:   4წთ
მე დავასკვენი, რომ ლიტერატურა და ცხოვრება
…………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………….
…………………………………………………………………………………………….

                                                                    
პრეზენტაცია 3წთ
მოსწავლეებს

აქტივობა#10
საშინაო დავალება :

  დრო-1წთ


აქტივობა N11

განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება  3 წთ.




             




    შეფასების რუბრიკა    ზეპირი გამოსვლისათვის
1.
საუბრობს თემის ირგვლივ
2ქ.
2.
გამოხატავს საკუთარ პოზიციას
2ქ.
3.
აფასებს პერსონაჟის ქმედებას
2ქ.
4.
saubrobs gamarTuli salit. eniT
1ქ.
5.
აზრს გამოხატავს მკაფიოდ,თანმიმდევრულად არგუმენტირებულად.
2ქ.
6.
icavs drois limits
1ქ.
                                            10ქ.







   
          



             


                 პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა


       1-3
     4-6
  7-8
  9-10
თემის გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანია დარღვეულია ლოგიკა
ნაწილობრივ გასაგებია და განმარტებებს მოითხოვს
ლოგიკურად არის აგებული შეინიშნება მცირედი ხარვეზები
თემა ლოგიკურად არის აგებული წარმოდგენილი საკითხი ნათელი და გასაგებია
დასკვნები
არ არის გაკეთებული დასკვნები
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
ლოგიკურად კარგად არის ჩამოყალიბებული
კარგად არის ჩამოყალიბებული ჩანს კრიტიკული აზროვნება
აუდიტორიასთან
კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს
პერიოდულად ცდილობს კონტაქტისდამყარებას
გრძნობს და ამყა- რებს კონტაქტს
კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარს
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავს დროის ლიმიტს
მეტნაკლებად იცავს დროის ლიმიტს
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს



                  


განმავითარებელი შეფასების რუბრიკა



მოსწავლის  ჩართულბა აქტივობის ყველა ეტაპზე
ჩართ
ლია
ნაკლე
ბად
არ არის
 ჩართული
მოსწავლის ზეპირმეტყველებითი უნარების წარმოჩენა
განვითა
რებულია
ნაკლე
ბად
არ არის
განვითარებუ
ლი
დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები
განვითა
რებულია
ნაკლე
ბად
არ არის განვი
თარებული


ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში"

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" - პრეზენტაცია