Thursday 22 June 2017


      გაკვეთილის გეგმა-კონსპექტი                          ოქტომბერი   2017 -2018 სასწ.წელი

გაკვეთილის  თემა



კულტურული იდენტობა ანუ რა ურთიერთმიმართებაა ევროპულ კულტურულ პლურალიზმსა და  განსხვავებულ იდენტობას შორის?

სწავლების საფეხური

კლასი საშუალო

საგანი

ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი
 ნინო  გაბუნია
გაკვეთილის ხანგრძლივობა
 90წთ.

მოსწავლეთა პროფილი


29მოსწავლე

სსსმ-თა რაოდენობა


----------


გაკვეთილის მნიშვნელოვნება და აქტუალობა.


გაკვეთილი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები ადრეული ასაკიდან შეეჩვიონ და გაერკვნენ  ევროპის რთულ სტრუქტურაში და  გაიაზრონ  როგორც ევროპაში ინტეგრაციის მოტივები, ისე ევროპის ერთიანობის გზაზე არსებული წინააღმდეგობები. შდრ. საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ყოველი ევროპული ქვეყანა და ხალხი გამორჩეულია თავიანთი განსაკუთრებული კულტურით, ენით, პოლიტიკურ შეხედულებებით, რელიგიითა და ტრადიციებით.  ამდენად ეს გაკვეთილი  საშუალებას მისცემს მოსწავლეებს  მიიღონ საჭირო ცოდნა  მრავალფეროვნებით გამორჩეული კონტინენტის - ევროპის შესახებ და წარმოაჩინონ საკუატარი დამოკიდებულება ღირებულებეთა სისიტემისადმი.





გაკვეთილის მიზნები:
          მოსწავლეები შეძლებენ:
ამ გაკვეთილზე მოსწავლეები შეისწავლიან ევროპული სახელმწიფოების განვითარების გზას დამოუკიდებლობიდან მათ გაერთიანებამდე, (თითოეულის ინდივიდუალიზმისა და სუვერენიტეტის გათვალისწინებით ) განსხვავებული კულტურისა და ენების შერწყმასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან განსხვავებულ პოლიტიკურ იდეოლოგიებს და მათი გამოსახვის ხერხებს განათლებაში, სიმბოლოებისა თუ ენებთან დამოკიდებულებით.

¢  ფაქტებაზე დაყრდნობით პრობლემის განსაზღვრას.
¢  საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენას სათანადო არგუმენტაციის მოხმობით.
¢  მსჯელობიდან ადეკვატური დასკვნის გამოტანას.
¢  დააკავშირონ ინფორმაცია სუბიექტურ გამოცდილებასთან და შეჯამებისას გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები  დაძლოს მათი განზოგადება.
¢  გამოიმუშაონ ისტ-ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ვიზუალური მასალის შექმნის უნარ-ჩვევები
¢  განუვითარდებათ თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარების, სხვისი აზრის, ნამუშევრის შეფასების, საპრეზენტაციო მომზადებისა და პრეზენტირების უნარჩვევები



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები:
·         ქართ.X. 8ანალიზებს და იკვლევს მსგავს ან ერთნაირ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ტექსტებში.
·         ქართ.X.8ამოიცნობს და ხსნის იმ უნივერსალური სიმბოლოების მნიშვნელობას,რომელიც დამახასიათებელია გარკვეული ისტორიული პერიოდისა და კულტურისათვის.
·         ქართ.X .9.ხსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია სოციალური, ისტორიული და კულტურული გარემოს ცვლილებამ.
ქართ.X. 9მსჯელობს იმის შესახებ,თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება .ეპოქის კულტურული  და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ტექსტში.

ძირითადი უნარები:

მოსწავლე შეძლებს:
  1. შეადაროს მსგავსებები და განსხვავებები.
  2. შექმნას ცხრილები.

წინასწარი ცოდნა
  • მოსწავლეებს აქვთ თემით გათვალისწინებულ საკითხებზე  ზოგადი ცოდნა,საჭირო ლექსიკური მარაგი.კერძოდ, იციან , რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ერთდროულად იზიარებდნენ სხვადასხვა პოლიტიკას.
  • გეოგრაფიის ცოდნა მნიშვნელოვანია კულტურის გააზრებისათვის.
პოლიტიკური სიმბოლოები ხალხის გაერთიანებას ემსახურებიან.
რესურსები

  • სამუშაო ფურცელი 1, პოლიტიკური სიმბოლოები,
  • სამუშაო ფურცელი 2, ევროკავშირის პროგრამა მთელი ცხოვრების განმალობაში სწავლებისათვის,
  • https://www.quiz-maker.com/Q0Z71NH ქვიზი ევროკავშირის შესახებ
  • კომპიუტერული ლაბორატორია ინტერნეტთან წვდომით
             PowerPoint
შეფასების საგანი/პროცედურები
საგაკვეთილო პროცესში  ჩართულობა,პრეზენტაცია


გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი (აქტივობა და დრო)
 A ფაზა
სასწავლო მიზნის მისაღწევად ვატარებთ შემდეგ აქტივობებს

აქტივობა N1-პროვოცირება  რა გავლენას ახდენს კულტურული მრავალფეროვნება პოლიტიკურ იდენტობაზე 3წთ
აქტივობა #2  კითხვა-პასუხი
როგორია თქვენი დამოკიდებულება  ‘’დიდი იდეისადმი’’ 3წთ
  • ევროკავშირი, საკუთარი  სლოგანით, “ერთიანები მრავალფეროვნებაში” (“United in diversity”) აღიარებს ეროვნულ კულტურულ განსხვავებებს და ამავდროულად ისწრაფვის ევროპის ერთიანობისაკენ.
შესაძლებელის თუ არა ხალხების ამგვარი გაერთიანება?




Bფაზა -- ცოდნის კონსტრუირება.  15წთ
 აქტივობა N3     _ ევროპული იდენტობის განვითარება  როგორ ჩამოყალიბდა ევროკავშირი და რა მიანები აქვს ამ ორგანიზაციას?
ფილმის ჩვენება 4 წთ

1. ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ როგორც მოსწავლეები, ისინი ეკუთვნიან სხვადასხვა ჯგუფებს ერთდოულად. ( კლასი, სკოლა, საფეხბურთო გუნდი, რელიგიური ჯგუფი და ..) ერთი ჯგუფის წევრობა არ აკნინებს მათ სტატუსს მეორე ჯგუფში. მაგალითად, ადამიანს შეუძლია ერთდოულად კეთილგანწყობილი იყოს თავისი სკოლის საფეხბურთო ნაკრებისადმი ისევე, როგორც რომელიმე უნივერსიტეტის სხვა ნაკრებისადმი. ისინი არ არიან ურთიერთგამომრიცხავნი.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლიტიკური ჯგუფების წევრობის შესახებაც. როგორც საკუთარი ქალაქისა თუ სოფლის, მხარის, ქვეყნისა თუ ერის წარმომადგენლები, ადამიანები იზიარებენ განსხვავებულ პოლიტიკას.    ადამიანებს უყვართ  საკუთარ ქალაქებ, მამული  და ერ,თუმც ჩვენ ახლა უნდა  შევძლოთ და ვისწავლოთ  ,აღვიქვათ მრავალფეროვანი ევროპა, როგორც ერთი მთლიანი. ამ პროცესის გასამარტივებლად ევროპამ აღიარა ერთიანი ევროპული სიმბოლოები.   11 წთ.
აქტივობა #4  სიმბოლოების პრეზენტაცია    5.წთ
აქტივობა #5 ევროკავშირის ჰიმნი და მელოდიით აღძრული შთაბეჭდილებები  5წთ.
 აქტივობა  #5  ცხრილის შევსება#1  10 .წთ
აქტივობა#6    პრეზენტაცია   7წთ.



აქტივობა # 7    დისკუსია:   10.წთ
როგორ მიიღწევა  კულტურული მრავალფეროვნება
თუ რატომ არის ერთიანი ევროპის კონცეფციის ჩამოყალიბება სირთულე ევროპელთათვის. შდრ საქართველოს.მოსწავლეებმა უნდა დაასკვნან, რომ ევროპაში ,ისევე როგორც საქართველოში  დიდ კულტურულ სხვაობას ვხვდებით,ევროპის განსხვავებულ კულტურათა სიახლოვე  კონტრასტულია,ერთ-ერთი აშკარა ხერხი, რომელსაც ევროპა ამ მრავალფეროვნების ფონზე მიმართავს, არის  მშობლიური ენის გარდა ორი ან სამი ენის სწავლება სკოლის საშუალო საფეხურიდან. ( მეექვსე კლასი) , მართალია,  ევროპა სხვადასხვა ერების ერთიანობაა,რომლებიც განსხვავებულ ენებზე საუბრობენ და სხვადასხვა ტიპის დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავთ, ზოგიერთი მათგანი კი იყენებს განსხვავებულ ვალუტას,მაგრამ  მაინც  ევროპელები საუკუნეების მანძილზე  კულტურული თუ ისტორიული კავშირებით იყვნენ მიჯაჭვული საკუთარ მამულს.
ახლა . უცხო ენაზე საუბარს მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია_ უცხოეთში განათლების მიღება, ბიზნეს კავშირები, საერთაშორისო ურთიერთობები და უცხოელი მეგოგბრები _ იგი გიხსნით გზას არაერთი სამსახურისაკენ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, ისწავლონ უცხოური ენები. ევროკავშირის მოსახლეობის ნახევარზე მეტს (56%) შეუძლია დიალოგში ჩაბმა ერთ უცხო ენაზე, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საუბრობენ ორ, სამ ან მეტ უცხო ენაზე,თუმცა ევროკავშირის 44 % მხოლოდ საკუთარ მშობლიურ ენას ფლობს.
ევროკავშირის მოსახლეობაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული მშობლიური ენაა გერმანული (16%), მას მოსდევს იტალიური და ინგლისური (13% თითოეული) , ფრანგული (12%), ბოლოს კი ესპანური და პოლონური (8% თითოეული).

ევროპელი ახალგაზრდობის დღითიდღე მზარდი ნაწილი სწავლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, გარდა საკუთარისა.  ერასმუსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა,რომელიც დააარსა ევროკავშირმა, რათა არაერთ სტუდენტსა და მასწავლებელს ევროკავშირის ქვეყნებში ერთი წლით გამგზავრების, სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდა.  1987 წლიდან ამ პროექტში სამ მილიონზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ბევრი დამსაქმებელი დიდ მნიშნველობას ანიჭებს უცხოეთში მიღებულ მსგავს გამოცდილებას, რაც ზრდის მონაწილეთა დასაქმების შანსსა და ანაზღაურებას. 2004 წლიდან პროექტმა გლობალური სახე მიიღო ( Erasmus Mundus) და იგი უზრუნველჰყოფს გრანტებსა და აკადემიურ თანამშრომლობას ევროკავშირსა და მთელს მსოფლიოს შორის.


C ფაზა რეფლექსია:
აქტივობა N  8    სქემის შევსება  #2 რა სირთულეებთანაა დაკავშირებული საზღვარგარეთ სწავლა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი არ ცდება ევროკავშირის ფარგლებს.
 7წთ

ატქივობა#9.   5წთ

რა რის ევროკავშირის სლოგანი, რომელიც გამოხატავს მულტიკულტურალიზმის იდეას ?
) “ერთი ბევრისაგან”  (“out of many, one”)
) “თანამშრომლობის ზეიმი” ( “celebration of cooperation”)
) “ერთიანები მრავალფეროვნებაში” ( “united in diversity”)  *
)”ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის “ ( “one for all, all for one”)

2. რომელია ევროკავშირში ყველაზე გავრცელებული ენა ?

)ინგლისური*
)გერმანული
)ფანგული
)რუსული

3. რა არის ერასმუსის პროგრამა?
) დაწყებითი განათლების პროგრამა
)უნივერსიტეტის სტუდენთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა *
) უფროსკლასელთა კურსი ევროპის ისტორიაში
)ტექნოლოგიურ კოლეჯში ჩასაბარებელი აპლიკაცია
აქტივობა#10. შეავსეთ   ‘’ხის ტოტები’’ 3წთ
აქტივობა#11.ფილმის ჩვენება  5წთ.
აქტივობა#12 ვიქტორინა 6 წთ
აქტივობა#13 საშინაო დავალება : 2 წთ   როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი ?
აქტივობა N14. შეფასება. 5წთ




პოლიტიკური სიმბოლოები


ინსტრუქცია:  პოლიტიკური სიმბოლოები, როგორც წესი, აერთიანებს ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს. ხშრიად სიმბოლოებს ან მათ ნაკლებობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
შეავსეთ მოცემული ცხრილი და აქხსენით თუ რა ნეგატიური ან პოზიტიური ზეგავლენა აქვს კონკრეტულ სიმბოლოს.



რუკის სიმბოლიკა
ჰიმნი
ევროკავშირი









საქართველო







...








გავლენა მოქალაქეებზე (პოზიტიური და/ან ნეგატიური)











პოლიტიკური სიმბოლოები


ინსტრუქცია:  პოლიტიკური სიმბოლოები, როგორც წესი, აერთიანებს ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს. ხშრიად სიმბოლოებს ან მათ ნაკლებობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
შეავსეთ მოცემული ცხრილი და აქხსენით თუ რა ნეგატიური ან პოზიტიური ზეგავლენა აქვს კონკრეტულ სიმბოლოს.



ეროვნული დღესასწაული
სლოგანი
ვალუტა
ევროკავშირი









საქართველო




...










გავლენა მოქალაქეებზე (პოზიტიური და/ან ნეგატიური)












პოლიტიკური სიმბოლოები


ინსტრუქცია:  პოლიტიკური სიმბოლოები, როგორც წესი, აერთიანებს ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს. ხშრიად სიმბოლოებს ან მათ ნაკლებობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
შეავსეთ მოცემული ცხრილი და აქხსენით თუ რა ნეგატიური ან პოზიტიური ზეგავლენა აქვს კონკრეტულ სიმბოლოს.



ენა
პასპორტი
ევროკავშირი









საქართველო




...









გავლენა მოქალაქეებზე (პოზიტიური და/ან ნეგატიური)







პოლიტიკური სიმბოლოები


ინსტრუქცია:  პოლიტიკური სიმბოლოები, როგორც წესი, აერთიანებს ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს. ხშრიად სიმბოლოებს ან მათ ნაკლებობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
შეავსეთ მოცემული ცხრილი და აქხსენით თუ რა ნეგატიური ან პოზიტიური ზეგავლენა აქვს კონკრეტულ სიმბოლოს.



დროშის სიმბოლიკა
ჰიმნი
ევროკავშირი










ევროკავშირის დროშ არის ევროპის ერთიანობისა და იდენტობის სიმბოლო. ოქროს ვარსკვლავების მიერ შემოხაზული წრეწირი გამოხატავს ჰარმონიულობასა და სოლიდარობას ევროპელ ხალხს შორის.ვარსკვლავების რიცხვი არ უკავშირდება წევრ ქვეყანათა რაოდენობას. თორმეტი სრულყოფილებისა და ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც ევროკავშირის დროშაზე თორმეტი ვარსკვლავია. დროშა ევროკავშირის გაფართოების მიუხედავად მუდამ უცვლელი რჩება.
ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, “ოდა სიხარულს”.  1785 წელს ფრიდრიხ ვონ შილერმა შექმნა ევროკავშირის ჰიმნი ბეთჰოვენის სიმფონიის ფინალური ნაწილის მიხედვით.
საქართველო
თეთრი მართკუთხა ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი სიმბოლიკა_იესო ქრისტე და ოთხი მახარობელი.
მივიღეთ 2004 წლის 14 იანვარს.
„თავისუფლება“
ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე
მუსიკის ავტორი ზაქარია ფალიაშვილი შემოღებულ იქნა 2004 წელს
...










ამერიკის შეერთებული შტატების დროშა  ცამეთი წითელი და თეთრი ზოლისაგან შესდგება. თითოეული მათგანი ცამეტ საწყის კოლონიას გამოსახავს, ხოლო ლურჯ ფონზე თავმოყრილი ორმოცდაათი ვარსკვლავი ამჟამად გაერთიანებული ორმოცდაათი შტატის სიმბოლოა.
“The Star Spangled Banner”  ამერიკის ჰიმნია. სიტყვები ეკუთვნის ფანცის სკოტ ქეის და აღწერს 1812 წლის ბალტიმორის ბრძოლას.
გავლენა მოქალაქეებზე (პოზიტიური და/ან ნეგატიური)

დროშები ხელს უწყობენ ეოვნული იდენტობის შექმნას.  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სპორტულ აქტოვობებსა თუ ღონისძიებებზე აღმართული დროშები ერთიანი იდენტობისა და კუთვნილების გრძნობას ტოვებენ.
როგორც წესი, ჰიმნს ასრულებენ დროშის აღმართვის პარალელურად, რაც აძლიერებს პატრიოტულ განწყობას და დადებითი ეფექტი აქვს საერთო იდენტობის შექმნაზე.

პოლიტიკური სიმბოლოები


ინსტრუქცია:  პოლიტიკური სიმბოლოები, როგორც წესი, აერთიანებს ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს. ხშრიად სიმბოლოებს ან მათ ნაკლებობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
შეავსეთ მოცემული ცხრილი და აქხსენით თუ რა ნეგატიური ან პოზიტიური ზეგავლენა აქვს კონკრეტულ სიმბოლოს.



ეროვნული დღესასწაული
სლოგანი
ვალუტა
ევროკავშირი










1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანმა წარმოადგინა .. “შუმანის დეკლარაცია”,რომელიც ხაზს უსვამდა მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობას.   ეს დღე ევროკავშირის  შექმნის სათავედ არის აღიარებული.
ერთიანები მრავალფეროვნებაში“ (‘United in Diversity”)
ნიშნავს, რომ ევროკავშირი აერთიანებს ევროპის მოსახლეობას მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის შრომის პრცესში.  ასევე გულისხმობს, რომ განსხვავებული კულტურა, ენა და ტრადიციები  სასარგებლოა კონტინენტისათვის.
ევროს ბანკნოტებს წინ ფანჯრებისა და კარიბჭის ფერადი სურათები ამშვენებს, რაც გამჭვირვალობისა და მიმღეობის სიმბოლოა. უკანა მხარეს კი გამოსახულია ხიდები, რომლებიც  კავშირებს განასახიერებენ. არც ერთი ხიდი, ფანჯარა თუ კარიბჭე, რომელიც ევროზე გვხვდება, არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ისინი შექმნილია კონტინენტის მასშტაბით გავრცელებული დიზაინის მიხედვით.
2010 წლის 1 იანვრიდან,  ევროკავშირის 17 ქვეყანა ( სულ_28) აღიარებს ევროს საკუთარ ოფიციალურ ვალუტად.
საქართველო
26 mais saqarTvelo damoukideblobis DdRes aRniSnavs!
ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია,რომელიც 1018 წლიდან იღებს სათავეს.1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა,როცა შეძლო  და 70 წლის შემდეგ საბჭოთა ტყვეობას დააღწია თავი.
„ძალა ერთობაშია“
სიტყვალარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდებალარიქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება
...







1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა 13 ბრიტანული კოლონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. სწორედ ეს დღე ითვლება ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დასაბამად.
ერთი ბევრისაგან “  (“E pluribus unum “ ლათ. )  მოიაზრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც იმ იმიგრანტების ქვეყანას, რომლებიც მთელი მსოფლიოდან არიან და ერთად ცხოვრობენ როგორც ერთი მთლიანი ერი.
ამერიკული ბანკნოტების წინა ნაწილი გაფორმებულია ამერიკის ლიდერების პორტრეტებით, ხოლო უკან  გამოჩენილი ფედერალური შენობებსა და მონუმენტებს ვხვდებით.
გავლენა მოქალაქეებზე (პოზიტიური და/ან ნეგატიური)
ევროკავშირისდაბადების დღისაღნიშვნა პოზიტიურად აისახება ევროპელთა საერთო იდენტობისა და ერთობის გრძნობაზე,
მიუზედავად იმისა, რომ ეს  სლოგანი არც ისე ცნობილია, როგორც სხვა ეროვნული სიმბოლოები, იგი გამოხატავს ერის შექმნის მთავარ იდეას. კულტურულად, იგი დადებითად აისახება ერთობის გრძნობის ჩამოყალიბებაზე.
საერთო ვალუტა, სხვა საერთო სიმბოლოებთან ერთად, არის მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ევროპელები ერთი მთლიანის ნაწილი არიან.

პოლიტიკური სიმბოლოები


ინსტრუქცია:  პოლიტიკური სიმბოლოები, როგორც წესი, აერთიანებს ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს. ხშრიად სიმბოლოებს ან მათ ნაკლებობას  არქონას  უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
შეავსეთ მოცემული ცხრილი და აქხსენით თუ რა ნეგატიური ან პოზიტიური ზეგავლენა აქვს კონკრეტულ სიმბოლოს.



ენა
პასპორტი
ევროკავშირი










ევროკავშირში 24 ოფიციალური ენაა : ბულგარული,ხორვატიული,ჩეხური, დანიური, ჰოლანდიური, ინგლისურნი, ესტონური, ფინური, ფრანგული, გალიური, გერმანული, ბერძნული, უნგრული, იტალიური, ლატვიური, ლიტვური, მალტური, პოლონური, პორტუგალიური, რომანული, სლოვაკური, სლოვენური, ესპანური, შვედური. გერმანული არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მშობლიური ენა (16%) ხოლო ევროპელთა 51 % საუბრობს ინგლისურად. (2012 წლის მონაცემები,)
ევროკავშირი არ ითხოვს საერთო პასპორტს. პასპორტი წევრი ქვეყნების კუთვნილებაა. თუმცა თითოეული წევრი ქვეყნის მიერ გაცებული პასპორტით ადამიანს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპის 28 სახელმწიფოში. რადგან შიდა საზღვრები ნელ-ნელა ქრება, გამკაცრებულია კონტროლი ევროკავშირის გარე საზღვრებზე. .. შენგენის ზონა( ამჟამად მოიცავს 26 ქვეყანას) ნებას რთავს ევროკავშირის მოქალაქეებსა პასპორტის შემოწმების გარეშე იმოგზაურონ, თუმცა შეიძლება პიროვნებას მოუხდეს საკუთარი იდენტობის დადასტურება. შენგენის ზონაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა შედის ნორვეგია, ისლანდია,ლიხტენშტეინი და შვეიცარია.
საქართველო
ქართული ენა  ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მასთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
საქართველოს პასპორტი არის პასპორტის ბუკლეტი, რომელსაც გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებზე. პასპორტი საზღვარგარეთ მოგზაურობის საშუალებას აძლევს მათ მფლობელებს. საქართველოს პასპორტი პასუხობს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის რეკომენდირებულ სტანდარტებს (მაგ. ზომა, შემადგენლობა, ფორმა, ტექნოლოგია და მისთ.).2017 წლის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან ვიზის ქვეყნის საზღვარზე მიღებით 103 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა
...






ინგლისური _82%
ენპასნური_10.7%
ინდო-ევროპული ენები_3.8%
აზიური და წყნაროკეანური ენები_2.7%
სხვა ენები _0.7%
შენიშვნა: ჰავაური არის ოფიციალური ენა ჰავაის შტატში.
ამერიკული პასპორტი არაა საჭირო 50 შტატს შორის სამოგზაუროდ.
გავლენა მოქალაქეებზე (პოზიტიური და/ან ნეგატიური)




კულტურული მრავალფეროვნების გამო, ევროკავშირში 24 ენაა და არა ერთი_ოფიციალური. მიუხედავად ამისა, ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა და მას ევროპელები სკოლაში შეისწავლიან.
პასპორტი პოლიტიკური სიმბოლოა, რომელიც უზრუნველჰყოფს  პოლიტიკურ ერთიანობას.  ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნისათვის ერთი პასპორტი მოქმედებს, ისევე,როგორც ამერიკის 50 შტატში.

  
ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამები





მოქმედების არეალი
პროგრამის დასახელება
მიზნები
სასკოლო განათლება
კომენიუსი (Comenius)
ევროკავშირის მოსწავლეთა 5 % მონაწილეობს სახალისო საგანმანათლებლო აქტივობებში.
უმაღლესი განათლება
ერასმუსი (Erasmus)
ერასმუსის პროგრამა გრანტს სთავაზობს ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც ევროკავშირის სხვა ქვეყანაში სურთ სწავლის გაგრძელება.
უმაღლესი განათლება
ერასმუს მუნდუსი (Erasmus Mundus)
ერასმუს მუნდუსი უზრუნველჰყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა-გამოცვლას ევროპასა და მთელ მსოფლიოს შორის.
პროფესიული მომზადება
ლეონარდო და ვინჩი (Leonardo da Vinci)
ყოველწლიურად 80,000 ადამიანს საშუალებას აძლევს მუშაობა დაიწყოს და ტრენინგები გაიაროს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.










                                გამოყენებული ლიტერატურა
·        „მოდი, გავიცნოთ ევროპა !“_ ევროპის კომისია, 2010
·        „მოგზაურობა ევროკავშირში“ _ ევროკავშირი, 2008
·         eeas.europa.eu/delegations/Georgia
·        Europa.eu/europago/explore
·        „ პოლიტიკური იდენტობის საკითხი საქართველოში“ _ ლიბერალი
·        „მოგზაურობა ევროპაში“

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში"

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" - პრეზენტაცია