Thursday 30 May 2019

მტერი და მტრობა ვაჟა-ფშაველას ''აალუდა ქეთელაურის ''მიხედვით


მასწავლებლის ასახელი ,გვარი:     ნინო გაბუნია
სკოლა: ფოთის #3 საჯარო სკოლა
გაკვეთილის სათაური:    საზოგადოების მტერი და მტრობა  ვაჟა -ფაშაველას ‘’ალუდა ქეთელაურის ‘’ მიხედვით
კლასი,საგანი:      XI კლასი ქართული ენა და ლიტერატურა
სასწავლო მიზნები:

·         მოსწავლეები შეძლებენ როგორც საკუთარი,ისე სხვების მსჯელობიდან დასკვნების გამოტანას,მსჯელობისას ასევე მსგავსება-განსხვავების დაფიქსირებას.
·         იმსჯელებენ, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ რობლემატიკას და ინფორმაციურობას;
·         შეაფასებენ  ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

 ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

მედიაწიგნიერების მიზნები:
ü  სიტყვების ძალის გაცნობიერება, მედიაპროდუქტში გამოყენებული ვიზუალური ხატების აუდიტორიაზე ზეგავლენის შეფასება
ü  მედიარესურსისების  კრიტიკული ანალიზი და შეფასება,
ü  ბეჭდურ და მულტიმედია  რესურსებში  სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი:
ეთნოსი   განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა, რომელსაც გააჩნია საერთო  ენობრივი, კულტურული, თავისებურებები .
კასტა    კარჩაკეტილი საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელშიც ადამიანები გაერთიანებული არიან წარმოშობის, საქმიანობის და უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით
უნიფორმა   ორმის ტანსაცმელი
ჯაჭვური რეაქციები  მრავალჯერ განმეორებული ციკლური ცვლა
ანომალია  კანონზომიერების დარღვევა; საერთო წესისაგან, ნორმისაგან გადახვევა. 

დესტრუქცია   რისამე ნორმალური სტრუქტურის დაშლა, დარღვევა
დაკონსერვება    ამა თუ იმ ობიექტის ფუნქციონირების შეჩერება მომავალში კვლავ ამოქმედების პერსპექტივით.
კოლექტიური  იდენტობა ინდივიდის მიკუთვნება რომელიმე  ჯგუფისთვის
აგენტი   პირი, რომელიც მოქმედებს ვინმეს დავალებით;
ლეგიტიმაცია  რაიმე ქმედების ან ფაქტის სამართლიანობისა და კანონიერების აღიარება
საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი: მასწავლებლის სახელმძღვანელო, პოსტერი, საკითხავი მასალის ასლები, ვებ-მისამართები, შეფასების ფურცლები:
ქართული ენა და ლიტერატურა      XI კლასი   მოსწავლის წიგნი
მედიაწიგნიერება მასწავლებლის წიგნი  http://cdi.org.ge/uploads/pages/29.pdf
ფილმი  ‘’ალუდა ქეთელაური“’ https://www.youtube.com/watch?v=Ztxf-DrgFOU&t=31
გიორგი მაისურაძე ‘’სამოქალაქო დაპირისპირება’’  http://mediatorshop.blogspot.com/2009/06/blog-post.html
შენიშვნები:
გაკვეთილის დროში გაწერილი მიმდინარეობა;
აქტივობა №1(2 წთ.)
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება; გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა მოსწავლეთათვის.

აქტივობა#2ონებრივი იერიში   :როგორ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენი საზოგადოება განსხვავებული აზრისადმი?   10.წთ

კითხვა
პასუხი
როგორ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენი საზოგადოება განსხვავებული აზრისადმი?
1.არ არის შემწყნარებელი.
2.შემწყნარებელია ანუ ტოლერანტია,აქვს თმენის ვალდებულება.

აქტივობა # 3    წაიკითხეთ გიორგი მაისურაძის ტექსტი ‘’სამოქალაქო დაპირისპირება’’ და უპასუხეთ კითხვებს

‘’სამოქალაქო დაპირისპირება’’ http://mediatorshop.blogspot.com/2009/06/blog-post.html
                                   ტექსის ანალიზი    20. წთ.

ჩვენ ყველანი ერთი  სისხლისანი ვართ"
რადიარდკ იპლინგი "მაუგლი"


თემი მენტალური  და არა  მსოლმხედველობრივი  ერთობაა. თემის  წევრი  კი  არ  ფიქრბს  ან  აანალიზებს  საკუთარ  ნამოქმედარს, არამედ ხშირად  სრულიად ბრმად  ემორჩილება  და  მიჰყვება  საერთო  წესებს, მაქსიმალურად ცდილობს, არ  დასვას შეკითხვა, არ დაფიქრდეს და დაეჭვდეს  იმ  სააზროვნო  თუ  ყოფით  ნორმებზე, რომელიც მას მის  გაჩენამდე  დაწესებული  დახვდა  და  მან  ისინი   ავტომატურად  მიიღო, როგორც  თავისთავად  ცხადი  ჭეშმარიტებები.
მიუხედავად  იმისა, რომ  თემში მოხვედრა ავტომატურად ხდება და  ადამიანის პიროვნული ნების გამოხატვას არ საჭიროებს, მისი ნდივიდად ქცევა მას ამ ერთობისგან გაუცხოებას იწვევს, რაც ხშირად პიროვნებასა და თემს შორის მძაფრ კონფლიქტშიც გადაიზრდება. ასეთ დაპირისპირებაში  ინდივიდი საკუთარი  სოციალური მარცხის  ფონზე  იბადება :იგი  გამოეყოფა  ერთობას  და  მთლიანდება  საკუთარ   თავთან, იწყებს დაწესებული  ნორმებისა და ქცევის თუ   აზროვნების წესების გადასინჯვას, მათ კრიტიკას, უარყოფას, ამის  გამო  თემი  მას  სჯის, ართმევს  უფლებებს, აძევებს  საკუთარი  ტერიტორიიდან.
ქართულ  კულტურაში  ასეთი კონფლიქტის  ყველაზე  ცნობილი  მაგალითია  ვაჟაფშაველას " ალუდა  ქეთელაური", სადაც გმირის  პირველი  დაეჭვების  მიზეზიიმპულსურია, რომელიც წმინდად პიროვნული შთაბეჭდილებიდან  მომდინარეობს
იგი  იხიბლება    მტრის მტკიცე და შეუპოვარი ხასიათით  და  მის გვამს მამა -პაპათა  მიერ დაწესებული ჩვეულების მიხედვით აღარ  შეურაცხყოფს და  არ აჭრის  მარჯვენა  ხელს. ეს  კი  საკუთარ  თემთან  პირველ  უთანხმოებას  წარმოშობს, ასეთი  შემთხვევა ალუდას  ცნობიერებაში მთელ ჯაჭვურ რეაქციებს  აღძრავს  და  იგი  საკუთარ, თემის  წესებისგან  დამოუკიდებელ  აზროვნებას  იწყებს.
ამას  კი  ის  ტრადიციების  გაცნობიერებამდე  და  შესაბამისად, გადაფასებამდე  მიჰყავს. პირველ  რიგში, მას  სწორედ  მამა- პაპათა  წესების   ჭეშმარიტებაში  შეაქვს  ეჭვი, მათ  სიყალბეს    და  ანომალურაბას  აფიქსირებს ;'" ვაი, ეგეთას  სამართალს, მონათლულს  ცოდვა-ბრალითა!"
ალუდაში  ჩნდება  ინდივიდი, რომელიც წეს-ჩვეულებებს ბრმად  კი  აღარ  ემორჩილება, არამედ
საკუთარ  შეხედულებების  მიხედვით  მოქმედებს.
ამით  იგი  თემის  საყოველთაო  წეს-რიგთან, რომელიც  არანაირ  ინდივიდუალურ   გადახრას  არ   ითმენს, კონფლიქტში  შედის. ინდივიდს  თემურ  ერთსულოვნებაში  ქაოსი  და   დესტრუქცია  შეაქვს, რადგანაც  ინდივიდუალური  კრიტიკა  და  წესების   გადასინჯვა  თემისათვის  დამანგრეველია. თემი   იმდენად  არის  ერთობა, რამდენადაც  სტატიკურია  და  ერთ  წრეში    ბრუნავს, ის  აკონსერვებს   კოლექტიური  იდენტობის
განმსაზღვრელ  წეს-ჩვეულებებს  და  მათ  ცვალებადობისგან  იცავს. ვინც მის  ტრადიციებს არ  იზიარებს, ვინც  განსხვავებულია ,საკუთარი
"სახე" აქვს, ავტომატურად, სახიფათო და  მტრულ ელემენტად  ცხადდება.
ინდივიდუალური აზროვნება ჯოგურ ერთსულოვნებასა და მორჩილებას ვერ ეგუება და თემური ერთობის მთავარ პრინციპს-" ჩვენიანის " და " უცხოს" გამიჯვნის ეჭვის ქვეშ  აყენებს:
"ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ
/
მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი
/
ჩვენა ვსცხოდნებით, ურჯულოთ/
კუპრში მოელით  ქშენანი".

ამის  საწინააღმდეგოდ  თემის 'არგუმენტი" ის  წესია, რომლის   ლეგიტიმაციაც ‘’ წინაპრების" სახელით (" მამით    არ მოდის  ანდერძი, პაპით-დაპაპის-პაპითა") ხორციელდება  და ის ამყარებს  იმ  ერთობას, რომელიც განსხვავებული  აზრის  არქონითა  და მამა-პაპათა 'ანდერძისადმი" უსიტყვო  მორჩილებით  მიიღწევა. ყურადღება  მისაქცევია  ის, რომ  ერთობაში  ინდივიდის  ადგილი  გათვალისწინებული  არაა. თემური  ლოგიკით ,თუ  ვინმე  ისეთი  აღარაა, როგორიც  ყველა , ის  არ  შეიძლება   დამოუკიდებლად  იყოს  მისული ასეთ "სხვანაირობამდე", რამდენადაც თემისათვის  ერთეული მხოლოდ კოლექტიური ცნებაა  და იგი  პიროვნებაზე არ ვრცელდება  და  ,მაშასადამე,მის უკან რომელიღაც  სხვა, უცხო თემია  საძიებელი. ასე  აღიქმება სრულიად  დამოუკიდებელი, საკუთარი  განცდებითა  და  ფიქრით  მოტივირებული  ნაბიჯი, როდესაც  იგი ჯერ  უარს  ამბობს  მოკლული  მუცალისთვის  მარჯვენის მოკვეთაზე, ხოლო  შემდეგ  მისი  ხსოვნისთვის  მსხვერპლის შეწირვას  ცდილობს. თემის მხრიდან კი  ამას  ღალატის და სხვა ქვეყნის '"აგენტობის" კვალიფიკაცია  ენიჭება :" მოკვეთილ იყოს , სხვა  ქვეყნის  -ცა-ღრუბლის შანამზარები".



კითხვები
პასუხები
1რატომ დაუპირისპირდა ალუდა თემს?
ალუდასათვის მიუღებელი აღმოჩბდა დაუსრულებელი მტრობა,კაცის კვლა და დაუნდობელი ცხოვრების წესი  ხევსურებისა,რომელიც ღვთის შვილებს ‘’რჯულიანებად’’ და ‘’ურჯულოებად ‘’ყოფს.
2..რა არგუმენტები აქვს ალუდას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად?

ალუდამ გააცნობიერა და მას არ სურს ‘’მტერობა’’,რადგან ა.მტრობა დიდი უსამართლობაა,
ბ.სამარცხვინო საქციელია’’ცოდვა-ბრალიანი’’წესია.
 გ.სისხლისღვარა დანაშაულია,
დ.ასევე მიუღებელია ადამიანის მტრად გამოცხადება მისი მრწამსის გამო.’’ჩვენ ვიტყვით კაცნი...’’

3..რა არის თემის არგუმენტი?
თემის 'არგუმენტი" ის  წესია, რომლი  ‘’ წინაპრების" სახელით (" მამით    არ მოდის  ანდერძი, პაპით-დაპაპის-პაპითა") ხორციელდება 
4.რა ზიანის მოტანა შეუძლია სტერეოტიპულ აზროვნებას და ვისთვის არის მისაღები?

სტერეოტიპები მოკლებულია  კრიტიკულ ასპექტს და ხშირ შემთხვევაში ემყარება მცდარ შეხედულებებს. სტერეოტიპი წარმოადგენს განზოგადებულ აზრს ადამიანის გარკვეული პიროვნული თვისებების შესახებ. ამა თუ იმ მოქმედების დროს ჩვენი ყურადღება მიპყრობილია კოლექტივისაკენ და ვცდილობთ, დავიმსახუროთ მათი მოწონება, ან ხშირ შემთხვევაში გვიპყრობს შიში მოსალოდნელი გაკიცხვის გამო. ამის გამო ვზღუდავთ საკუთარ თავს და ვსვამთ განსაზღვრულ ჩარჩოში.მისაღებია ერთობისათვის
5.ვინ ებრძვის ,,ნორმებს“?


ინდივიდი,პიროვნება.
6.რის თქმას ცდილობს ესეს ავტორი“

ავტორი აფრთხილებს საზოგადოებას,რაოდენ  ‘ საშიშია"ერთობა. საზოგადოება ხომ   ადამიანები ერთმანეთს უქმნიან,რათა თავისუფლად ‘’იმოგზაურონ.

7.რა კონტექსტმა მოახდინა ზეგავლენა  ნაშრომზე, როგორ აისახა სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური პროცესები?

დღესაც იდევნება განსხვავებული და  თავისუფალ აზროვნებას ახშობს  კოლექტიური ერთსულოვნება.
8.რა გზავნილია ამ ტექსტში განცხადებული, აშკარაა თუ დამალული იდეოლოგიური თვალსაზრისით?

გზავნილი  აშკარაა,ავტორი სრულიად  დამოუკიდებელ, საკუთარი  განცდებითა  და  ფიქრით  მოტივირებული  ნაბიჯებს   ანიჭებს უპირატესობას და ჯოგურ ერთობას.
9.ვისთვის შეიძლება იყოს ეს ტექსტი სასარგებლო და საინტერესო გამოცდილების მომცემი?

ტექსტი საინტერესოა ჩვენი საზოგადოებისათვის და გამოცდილების მომცემია,რადგან ყველამ უნდა გააანალიზოს ,რაოდენ დიდი საფრთხის შემცველია კოლექტიური აზროვნება.
10.თქვენ რას ფიქრობთ,ეს კონფლიქტი მხოლოდ პიროვნების მარცხით მთავრდება,თუ თემიც მარცხდება ?
გამსხვავებული პიროვნება სამწუხაროდ,ისჯება’’,ქვეყნის აგენტად ‘’ცხადდება და იდევნება,თუმც თემი კარგავს  რა  საუკეთესო შვილს,რომელიც მისი ძლიერების დამცველი იყო ერთ დროს,ისიც მარცხდება.

     აქტივობა #4 ნაწყვეტი ფილმიდან ‘’ალუდა  ქეთალაური ’’ https://youtu.be/cJvipl19u84     3 წთ.
ინსტრუქცია    -
ყურადღება გაამახვილეთ ხმაზე,თხრობაზე,მუსიკაზე.   15წთ.
                                 
კითხვები
პასუხები
რომელ მონაკვეთს ეხება ეს ეპიზოდი?
 ხატობის  დღესასწაულს შატილში
რა არის ალუდას მიზანი?
კურატი შეწიროს  მოკლული ქისტის სულს
თქვენი აზრით, რა არის მედიაპროდუქტის მთავარი მესიჯი? რა დაინახეთ? რა გაიგონეთ?რატომ არ ჩანს ხევსურთა სახეები?
პიროვნებისა და თემის დაპირისპირება
თემის ერთიანობა,ძლიერება შეუვალობა.წინააღმდეგობა  .ერთობის ძალა.ისინი პიროვნულ ნებას არ გამოხატავენ,ამიტომაც სახე არ ჩანს.
ხატობამდე თუ დააფიქსირა ალუდამ  თემის წევრებთან  საკუთარი შეხედულება მტრობასა და დაუნდობლობაზე?
დიახ,მან ეჭვი შეიტანა თემში გაბატონებულ შეხედულებებზე რჯულიანისა და ურჯულოს გამიჯვნის გამო.
რა ხერხებს იყენებს ფილმის ავტორი აუდიტორიაზე გავლენის მისახდენად?
მძაფრ მუსიკას,პერსონაჟების პორტრეტებს,
მასის გაურკვეველ სახეებს.
რომელ დეტალზე გაამახვილებდით ყურადღებას?
მოხევეების რიტუალებზე,,პერსონაჟების ჩაცმულობაზე.
 რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა უყურებდით?
ტკივილი,წუხილი, შემზარავ განცდას ბადებს  მელოდია,რომელიც ამძაფრებს სასოწარკვეთილებას.
ამ მესიჯმა ვის შეძლება მოუტანოს სარგებელი?
საზოგადოებას,რომელიც გაიაზრებს,რამდენად შემზარავია  ძალადობა და პიროვნული ინტერესების უგულებელყოფა.
ერთი სიტყვით  დაახასიათეთ  პერსონაჟი
გაუტეხელი
ემთხვევა თუ არა ფილმის  რეჟისორისა და მაისურაძის შეხედულებები ერთმანეთს,რატომ ფიქრობთ ასე?
 ემთხვევა,რადგან რეჟისორსა და სტატიის ავტორს სურთ  წარმოაჩინონ პერსონაჟის,ინდივიდის განსხვავებულობა და მათი პიროვნული სახე,რომელსაც ვერ ეგუება თემი .ესეს ძირითადი სათქმელიც ეს არის და ფილმის ეპიზოდის სიმძაფრეც ადასტურებს არსებულ დაპირისპირებას საზოგადოებასა  და პიროვნებას
როგორია ფილმის მუსიკა?
მძაფრი,ტრაგიზმის მომასწავლებელი?

აქტივობა#5დისკუსია       კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად და
გაიმართება დისკუსია თემაზე:
                  ‘’არის თუ არა  ალუდა ‘’ხალხის მტერი’’? 20. წთ.


აქტივობა#6 ლიტერატურული რეფლექსია 10წთ.
ამტკიცებ საკუთარ მოსაზრებას არა იმიტომ, რომ  არგუმენტი გაქვს, არამედ საკუთარ გრძნობებს ეყრდნობი
1.     შინაარსი
2.     გაგება - იდეების გამოყოფა
3.     განზოგადება - ზოგადი იდეის პოვნა
აქტივობა#7.  5წთ.
საშინაო დავალება  შექმენით პოსტერი  სლოგანით :იყავით ჰუმანური და იცხოვრეთ სამყაროსთან ჰარმონიაში
                   
                        

 შეფასების სქემები  5წთ.
შეფასება - განმავითარებელი შეფასება რუბრიკების გამოყენებით.

  
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების  კომპონენტები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფის წევრების ჩართულობა
ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში
უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
არ უსმენენ ერთმანეთს,არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიჰყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ ასრულებენ ინსტრუქციას
ზუტად იცავენ ინსტუქციის წესებს

მედიაწიგნიერების უნარების შეფასების  რუბრიკა




მახასიათებლები
საშუალოდ
კარგად
სრულყოფილად
მოსწავლეს შეუძლია მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.




მოსწავლეს შეუძლია მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.












რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი ,ფილმი,სტატია, მასწავლებლის და მოსწავლის სახელმძღვანელო.

გამოყენებული ფილმი:https://youtu.be/cJvipl19u84
სტატია-გიორგი მაისურაძე ‘’სამოქალაქო დაპირისპირება’’ http://mediatorshop.blogspot.com/2009/06/blog-post.html
მასწავლებლის სახელმძღვანელო http://cdi.org.ge/uploads/pages/29.pdf
                                                             

No comments:

Post a Comment

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში"

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" - პრეზენტაცია