Thursday 30 May 2019

ვაჟა-ფშაველა ''ალუდა ქეთელაური''


გაკვეთილისგეგმა გარედაკვირვებისთვის
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნინო  გაბუნია
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო მე-11ა
მოსწავლეთა რაოდენობა:  24 სსსმ არ არის
გაკვეთილის თემა:’’  შემომხედნა,მოვეწონე’’   ვაჟა-ფშაველა‘’ალუდა ქეთელაური’’I თავი
მიზანი: მოსწავლე გამოკვეთს პერსონაჟების სახასიათო შტრიხებს და გააანალიზებს მათ.
მოსწავლე შეძლებს მკაფიოდ და გასაგებად ჩამოაყალიბოს  განსახილველი საკითხის არსი და გამოთქვას  საკუთარი მოსაზრება, შეძლებს კითხვის ეფექტური  სტრატეგიების შერჩევას და გამოყენებას
მოცემული გაკვეთილის თემა და მიზანი ზუსტად შეესაბამება მეთერთმეტე კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს; საკითხის  სწავლება თემატურ- კალენდარული გეგმით და  საგნობრივი პროგრამის  მოთხოვნითაც შესაბამისია მეთერთმეტე
კლასის  მოსწავლეებისათვის



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ
შინაარსობრივი
რესურსების
მიზანშეწონილობა
სასწავლო მიზანთან
მიმართებით)
დრო (წთ)
1.
საორგანიზაციო საკითხები
ახალი მასალის გაცნობის მიზნით მასწავლებელკლასს აცნობგაკვეთილის თემ და მიზანს, შეფასების ფორმებს და ქემებს.
საუბარი

საერთო საკლასო
ფლიპჩარტი,როგორც საორგანიზაცოი დაფა
2წთ
2.
მოტივაციის ამაღლებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, მასწავლებელი სვამს კითხვებს 
გავიხსენოთ,რა თვისებებით  გამოირჩევა ‘’კაი ყმა’’?რა ცხოვრებისეულ სირთულეებთან უწევს ‘’კაი ყმას’’ გამკლავება?რა არის ვაჟკაცობა? რა არის ვაჟკაცის ქმედებაში მთავარი  მიზეზი თუ შედეგი?
კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო
ფლიპჩარტი, მარკერი
4წთ
3.
ტექსტის გაცნობისა და გაგება- გააზრების მიზნით მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად  კითხულობენ   ტექსტის ცალკეულ ეპიზოდებს პირველი თავიდან.
გასაანალიზებლად  მონიშნულია  4 ეპიზოდი:  ა.დევნა. ბ.ორთაბრძოლა გ. მუცალის სიკვდილი.დ.დატირება.
მოსწავლეები ლექსიკონის (წიგნში მოცემული და ფლიპჩარტზე გამოტანილი) დახმარებით  განმარტავენ მათთვის უცნობ სიტყვებს ,მონიშნავენ საკვანძო სიტყვებს, ,მათთვის მნიშვნელოვან დეტალებს, ენობრივი ექსპრესიის წვდომის უნარების გასავითარებლად ყურადღებას   ვამახვილებთ ორთაბრძოლისას  გმირთა დიალოგსა   და მკვახე შეძახილებზე :      ‘’გამასტყვრა’’,’’შამაუჭყივლებს’’,’’რჯულძაღლო’’ ’’მოგხდუა’’)ასევე სარითმო ერთეულებად შერჩეულ სიტყვებზე ,რომლებიც დევნის ,სისწრაფის განცდას ქმნიან  ;აღწერენ ,როგორ ებრძვის სიკვდილს მუცალი,გავახსენებ ვაჟას ლექსიდან ფრაზას’’თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,ზედ ქორებულად ფრინავდეს’’.(‘’კაი ყმა’’).
ხმამაღალი ფიქრის მეთოდი
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო   ‘’ალუდა ქეთელაური  I თავი;
ფლიპჩარტი -ლექსიკონი
17.წთ








4.
მოსწავლეები შეავსებენ კოგნიტურ სქემას, რომელიც წინასწარ აქვთ დარიგებული. მოსწავლეები ასახელებენ პერსონაჟს, მსჯელობენ თუ რას ფიქრობს, მოქმედებს, გრძნობს, რა შედეგი მოჰყვება მის ქმედებას, გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდებს. დაახასიათებენ გმირის საქციელს ტექსტის შინაარსზე დაყრდნობით. დავალების შესრულების შემდეგ ჯგფებიდან შემთხვევითობის პრინციპით არჩეული მოსწავლეები წაიკითხავენ შევსებულს სქემებს.
კოგნიტური სქემის შევსება

ჯგუფებშიში
სახელმძღვანელო,ტექსტი.
კოგნიტური სქემა-
დანართი N1
10 წთ.
5.
მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს გაკვეთილის დასაწყისში წამოჭრილ საკითხს ,რა არის ვაჟკაცობა და სვამს კითხვას ,რა ნახა ალუდამ მუცალის საქციელში ისეთი,რომ დაიტირა?ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად  მათ დაეხმარებათ კრიტიკოსის-მანანა კვაჭანტირაძის მოსაზრება,რომელსაც მასწავლებელი წინასწარ დაურიგებს.(დანართი N2)


კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო
დანართი N2
6წთ
6.
საშინაო დავალება: დააკავშირეთ პოემის ნაწყვეტი’’მუცალს არ სწადის სიკვდილი.....სხვისასა’’მანანა ჩიტიშვილის ლექსთან’’კაი ყმის ხელით ვკვდებოდი ‘’ და არგუმენტირებული მსჯელობით გამოთქვით  თქვენი მოსაზრებები ლირიკული გმირების განცდებთან დაკავშირებით.
საუბარი
ინდივიდუალური
დაფა
დანართი N3-მანანა ჩიტიშვილის ლექსი „კაი ყმის ხელით ვკვდებოდი“
1.
წთ.
7.
შეფასება
მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებას აძლევს მოსწავლეებს გაკვეთილის მსვლელობისას.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელისთხოვსკლასსშეავსონ წინასწარდარიგებული გასასვლელი ბილეთები , რომელებსაც გაეცნობა მოგვიანებით. 
განმავითარებელი შეფასება


თვითშეფასება
ინდივიდუალური
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა დანართი N4

გასასვლელი ბილეთები
5.წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ. XI. 1. მოსწავლესშეუძლიასაჯარომოხსენებისწარმოდგენა (ზეპირიგამოსვლ)  კონკრეტულიაუდიტორიისწინაშეკონკრეტულიმიზნით.
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან, რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

ქართ. XI. 5. მოსწავლესშე-უძლიასხვადასხვაეპოქისტექსტებისგაანალიზებამათშიასახულიინფორმაციის, თემების, იდეებისადაპრობლემატიკისთვალსაზრისით.
·         ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.

qarT. XI. 7. aanalizebsmxatvrulinawarmoebisenobrivsaSualebebs
funqcionirebis TvalsazrisiT.

·         akavSirebs  leqsis ritmul formas emociur intonaciasTan

ქართ. XI. 8. მოსწავლესშეუძლიაკითხვისეფექტურისტრატეგიებისარჩევადაგამოყენება.
·         განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს,  განიხილავს  მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;









განმავითარებელი შეფასების რუბრიკა


შეფასების კომპონენტი
შეფასების კრიტერიუმები
სუსტი
 საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
პერსონაჟის სახასიათო შტრიხების გამოკვეთა-დასაბუთება
უჭირს პერსონაჟის სახასიათო შტრიხების გამოკვეთა

გამოკვეთს  პერსონაჟის მხოლოდ ერთ-ორ  სახასიათო შტრიხს,უჭირს დასაბუთება
გამოკვეთს  პერსონაჟის  სახასიათო შტრიხებს და ასაბუთებს
სრულად გამოკვეთს  პერსონაჟის სახასიათო შტრიხებს და ასაბუთებს,მოჰყავს ციტატები.
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა-მსჯელობა
უჭირს საკუთარი აზრის    გასაგებად  ჩამოყალიბება  და გამოთქმა,
მსჯელობა
ბუნდოვანია
აყალიბებს  აზრს და გამოთქვამს  მოსაზრებებს,მსჯელობს,
მაგრამ აკლია არგუმენტები,სჭირდება დაზუსტება
მკაფიოდ, ცხადად და   გასაგებად აყალიბებს  აზრს გამოთქვამს   მოსაზრებებს
მკაფიოდ, ცხადად და   გასაგებად აყალიბებს  აზრს და გამოთქვამს  განსხვავებულ მოსაზრებებს

























                                                                                                                                 



გასასვლელი ბილეთი




·        დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო:








·        სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც ამ გაკვეთილზე დამამახსოვრდა
ü 1.


ü 2.


ü 3.


·        რომელი საკითხი დარჩა ბუნდოვანი და რატომ?


·        ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამესმარება (როგორ?რაში?)








ნინო   გაბუნია
23.04.2019 წელი



სამუშაო ფურცელი N1

გმირის  რუკა


დაასახელეთ ტექსტის პერსონაჟი/რომელიმე პერსონაჟი


მოქმედი გმირი    --------------------------------------------------------


ფიქრობს ------------------------------------------------------------------


აკეთებს ----------------------------------------------------------------------


გრძნობს-------------------------------------------------------------------------


გმირის მიზანი----------------------------------------------------------------


მოქმედების შედეგი--------------------------------------------------------------









 დამოკიდე
 ბულება
ლება













 




დანართი  #2.


„შეხვედრისას ... გამოცნობა ვაჟასთან ან მყისიერი აქტია, ან რთული, პერიპეტიებით სავსე პროცესი. პირველის მაგალითია„სტუმარ-მასპინძელი“, მეორისა - „ალუდა ქეთელაური“. ალუდა მუცალს ორი რამით გამოიცნობს: ნატყვიარში ბალახის ჩაფევით და თოფის გადაგდებით...ხორციელდება ალუდას შეხვედრაც სიკვდილთან და, შესაბამისად, სიცოცხლესთანაც, თავის ფარულ„მე“-სთან. ალუდა ისე გააპატიოსნებს და დაიტირებს გარდაცვლილ მუცალს,როგორც დაიტირებდა საკუთარ თავს, მკვდარი რომ ენახა. შეხვედრისას ხდება „მე“-თა გაცვლა.  
                                                                                                       მანანა კვაჭანტირაძე.


შდრ.’’ვეფხისტყაოსნის’’ გმირების შეხვედრა ტარიელისა და ფრიდონისა.




















დანართი#3


 მანანა ჩიტიშვილი


კაი ყმის ხელით ვკვდებოდი
ლომისით ბინდი ჩამოდის,
ლეშზე ხარობენ აფთრები,
არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,
მალვით არ ჩამისაფრდები.
და როცა მუხრანის ველზე
მთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,
გულდაგულ გადამიდგები
მოყმე პირბადრი, ამაყი.
ორნივ ლაღნი და უკადრნი
სახელით, ციხე-ქავითა,
ცა წითდა ჩემი ფრანგულით,
შენ დამასწარი წამითა.
მთვარე გორს უკან ჩავიდა,
მეც ვილეოდი, ვდნებოდი,
გულს მაინც მადგა ნათელი -
კაი ყმის ხელით ვკვდებოდი.
და ბოლო ამოქშენამდი
სული გათენდა, ამზევდა,
ავიწიე დაგაკოცე
ჩემგან გაჩეხილ მხარზედა.
დააკავშირეთ პოემის ნაწყვეტი’’მუცალს არ სწადის სიკვდილი.....სხვისასა’’მანანა ჩიტიშვილის ლექსთან’’კაი ყმის ხელით ვკვდებოდი ‘’ და არგუმენტირებული მსჯელობით გამოთქვით  თქვენი მოსაზრებები ლირიკული გმირების განცდებთან დაკავშირებით

No comments:

Post a Comment

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში"

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" - პრეზენტაცია