Thursday 30 May 2019

ვაჟა-ფშაველა ''ალუდა ქეთელაური''


გაკვეთილისგეგმა გარედაკვირვებისთვის
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნინო გაბუნია 
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო მე-11
მოსწავლეთა რაოდენობა:  24  სსსმ -არ არის
გაკვეთილის თემა:    ‘’არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია’’    ვაჟა-ფშაველა’’ ალუდა ქეთელაური’’
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლე  შეძლებს    იმსჯელოს პერსონაჟის  შემწყნარებლობაზე თვისტომთა მიმართ,  მიღებულ ცოდნას დაუკავშირებს თანამედროვეობას,შეძლებს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ზეპირად და წერილობით;  შეძლებს წერისას შთაბეჭდილებებისა და  განწყობის  თვითგამოხატვას.
მოცემულიგაკვეთილისთემადამიზანიზუსტადშეესაბამებამეთერთმეტე კლასისთვისეროვნულისასწავლოგეგმითგათვალისწინებულმოთხოვნებს; საკითხისსწავლებათემატურ-კალენდარულიგეგმითდასაგნობრივიპროგრამისმოთხოვნითაცშესაბამისიამეთერთმეტე კლასისმოსწავლეებისათვის

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ
შინაარსობრივი
რესურსების
მიზანშეწონილობა
სასწავლო მიზანთან
მიმართებით)
დრო (წთ)
1.
საორგანიზაციოსაკითხები
ახალი მასალის გაცნობის მიზნით
მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემ და მიზანს, შეფასების ფორმებსა და ქემებს.
საუბარი

საერთო საკლასო
ფლიპჩარტი,როგორც საორგანიზაცოი დაფა
2წთ
2.
 წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:1.ალუდასათვის იოლი უნდა ყოფილიყო თუ ძალიან ძნელი  ასეთი’’სამხვეწროთი ‘’მისვლა  ხატში?რატომ?
2.თუ მოკლული მტრისთვის მკლავის მოჭრა -არმოჭრა ასე თუ ისე მაინც ალუდას პირადი საქმე იყო,სარწმუნოებრივ სფეროში შეჭრას არავინ აპატიებდა,ეს ალუდამაც იცოდა,რა აიძულებს ალუდას ასეთი ნაბიჯის გადადგმას?(გაიხსენეთ სიზმარი,რა ითხოვა მუცალმა).
3..როგორია ბერდიას რეაქცია?
4.რას პასუხობს ალუდა  ხევისბერს როცა თემიდან მოკვეთეს?რატომ?
5..რას პასუხობს დედას, იზიარებს თუ არა მის განწყობას?
6.როგორია მინდიას რეაქცია თემის გადაწყვეტილებაზე?
7..როგორია თემიდან მოკვეთილი ინდივიდის დამოკიდებულება თვისტომისადმი ნაწარმოების ბოლოს?








კითხვა-პასუხი



საერთო საკლასო
სახელმძღვანელო,საშინაო დავალების რვეული
10 წთ
3.
მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და საუბრობს ალუდას ზნეობრივი არჩევანის სისწორეზე,მისი ქმედება მიმართულია საკუთარი თავისა და საზოგადოების გაკეთილშიბილებისაკენ.ალუდა, მართალია,თემს უპირისპირდება,მაგრამ  უმთავრესი ის ფაქტია,რომ პერსონაჟი ასოციალური არ არის.შდრ.ახალგაზრდების სწრაფვა თვითაქტუალიზაციისაკენ.,შესაძლებელია,საზოგადოებამ არ მოიწონოს,მაგრამ ეს არ უნდა  გახდეს საზოგადოებისგან მათი განდგომის მიზეზი,  აქცენტი უნდა გავაკეთოთ შემწყნარებლობასა და მიმტევებლობაზე.




ვერბალური მეთოდი



საერთო საკლასო





3. წთ.
4.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს და  სთხოვს წყვილებში იმსჯელონ და წერილობით შეასრულონ და -ვალება,დაწერეონ მცირე ესე , გამოხატონ საკუთარი პოზიცია.
თავისუფალი წერა
წყვილები
სამუშაო ფურცელი#1
15წთ

მასწავლებელი სთხოვს სურვილისამებრ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები.
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
საშინაო დავალების რვეული
5.წთ.
5.
შეჯამებისთვის მასწავლებელი სვამს შეკითხვას: თქვენი აზრით,რის გამო უპირისპირდება ალუდა თემს,თავისი ინდივიდუალური ‘’მეს’’ინტერესთა დასაცავად,თავისი განსაკუთრებული ადგილის მოსაპოვებლად თუ ზოგადად ადამიანური  სიკეთის,ჭეშმარიტებისა და სამართლის დასამკვიდრებლად?


კითხვა -პასუხი.
საერთო საკლასო.
ფლიპჩარტი მარკერები.




5.წთ










6.
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას:’’კეთილი მტრები’’იმსჯელებენ რამდენად შესაძლებელია ინდივიდუალური და სოციალური ინტერესების  შეთანხმება -შეწყობა და საზოგადოების ზნეობრივი გარდაქმნა.
არგუმენტირებული ესე
ინდივიდუალური
საშინაო დავალების რვეულები.
1 წთ.
7.
შეფასება.მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებას აძლევს მოსწავლეებს  გაკვეთილის დასასრულს

განმავითარებელი შეფასება




ინდივიდუალური


განმავითარებელი შეფასების რუბრიკა დანართი#1.





4.წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ. XI. 1. მოსწავლესშეუძლიასაჯარომოხსენებისწარმოდგენა (ზეპირიგამოსვლ)  კონკრეტულიაუდიტორიისწინაშეკონკრეტულიმიზნით.
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან, რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

ქართ. XI. 5. მოსწავლესშე-უძლიასხვადასხვაეპოქისტექსტებისგაანალიზებამათშიასახულიინფორმაციის, თემების, იდეებისადაპრობლემატიკისთვალსაზრისით.

·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;

ქართ. XI. 9.  მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება.

·         მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;









                           სამუშაო ფურცელი#1.
ალუდას მოკვეთა პოემის მეხუთე თავშია მოთხრობილი,ხოლო მეექვსე თავში ვხედავთ სოფლიდან განდევნილ ალუდასა და მისი ოჯახის უკანსაკნელ სვლას გაურკვეველი მიმართულებით.მაგრამ ამ ორ ეპიზოდს შორის ჩართულია კიდევ ერთი სცენა,რომელიც ,ერთი შეხედვით,ზედმეტის შთაბეჭდილებას ტოვებს.გაიხსენეთ,სუფრასთან მსხდარ სევსურებთან’’ბალღები’’ მოდიან  და თან მოაქვთ გამხმარი მარჯვენა,რომელიც ყორანს გააგდებინეს.მინდია მუცალის მკლავს იცნობს.
‘’ძაღლს მიუგდიან საჭმელად
ხელი მუცალის მკლავისა .
პირი არ ახლო ქოფაკმა ,
მორთო ღმუილი ბრალისა.
ხევისბერ იტყვის ბერდია:
-ხევსურნო,ნახეთ თვალითა :
ძაღლი ძაღლის ძვალს არ სტეხსო,
თქმულია იმავ თავითა.’’
ა.ამ ფაქტს ბერდია ასე აღიქვამს.თქვენი აზრით,როგორ აღიქვამდა იმავე ფაქტს ალუდა.?
ბ.შესაძლებელია თუ არა ამ ფაქტის ბერდიასეულ და ალუდასეულ აღქმას შორის წინააღმდეგობის გაუქმება?
გ.თქვენი აზრით ,რატომ არ ახლებს ‘’ქოფაკი ‘’პირს მუცალის ხელს?
დ.რა ფუნქცია აქვს ამ ეპიზოდს ნაწარმოებში.შდრ ‘’არ დამეკარგის გულიადნ მე  შენი სახსოვარია’’.ვინ დგას   გულგაყინულობის და მადლის დაკარგვის საფრთხის წინაშე?








                            დანართიN1          
 






შეფასების კომპონენტი
შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
ძალიან კარგი

 საკუთარი მოსაზრების ზეპირად და წერილობით გამოთქმა,შთაბეჭდილებებისა და განწყობის თვითგამოხატვა;
დროის დაცვა.

უჭირს საკუთარი მოსააზრებისწერილობით  გასაგებად  ჩამოყალიბება
აყალიბებს  აზრს და გამოთქვამს  მოსაზრებებს,მაგრამ წერილობით უჭირს არგუმენტირება ლიმიტირებულ დროში
მკაფიოდ, ცხადად და   გასაგებად აყალიბებს  აზრს  ზეპირად და წერილობით,მაგრამ აკლია საკუთარი შთაბეჭდილებები.
მკაფიოდ, ცხადად და   გასაგებად აყალიბებს  აზრს და გამოთქვამს  განსხვავებულ მოსაზრებებს,როგორც ზეპირად,ისე წერილობით,შეუძლია შთაბეჭდილებებისა და განწყობის გამოხატვა.




























ხელმოწერა:  ნინო გაბუნია

თარიღი: 1.05 2019



No comments:

Post a Comment

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში"

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" - პრეზენტაცია