Thursday 30 May 2019

ვაჟა-ფშაველა ''ალუდა ქეთელაური''


გაკვეთილისგეგმა გარედაკვირვებისთვის
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნო გაბუნია
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო მე-11ა
მოსწავლეთა რაოდენობა:  24          სსსმ-არ არის
გაკვეთილის თემა:  შატილისკენ მიმავალი ალუდას ფიქრები  ’’ვაჟა-ფშაველა ალუდა ქეთელაური “  მე-2 თავი
გაკვეთილის მიზანი:მოსწავლე  შეძლებს მკაფიოდ, ცხადად და   გასაგებად ჩამოაყალიბოს  განსახილველი საკითხის არსი-იმედას ქავის  სიმბოლური მნიშვნელობის გააზრება   და გამოთქვას  საკუთარი მოსაზრება; მოსწავლე შეძლებს ტექსტის გაანალიზებას  და  მასში ასახული   პრობლემის  ინტერპრეტირებას ზეპირად და კითხვის ეფექტური სტრატეგიების შერჩევას დაგამოყენებას.
მოცემული  გაკვეთილის  თემა და  მიზანი  ზუსტად  შეესაბამება  ეთერთმეტე კლასისთვის ეროვნული   სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებულ  მოთხოვნებს; საკითხის  სწავლება  თემატურ-კალენდარული  გეგმით  და  საგნობრივი  პროგრამის  მოთხოვნითაც  შესაბამისია  ეთერთმეტე კლასის  მოსწავლეებისათვის


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ
შინაარსობრივი
რესურსების
მიზანშეწონილობა
სასწავლო მიზანთან
მიმართებით)
დრო (წთ)
1.
საორგანიზაციოსაკითხები
ახალიმასალისგაცნობისმიზნითმასწავლებელიკლასსაცნობსგაკვეთილისთემსდამიზანს, შეფასებისფორმებსადასქემებს.
საუბარი

საერთო საკლასო
ფლიპჩარტი,როგორც საორგანიზაცოი დაფა
2წთ
2.





მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საშინაო დავალებას აკითხებს 1 მოსწავლეს და აკეთებს უკუკავშირს, შემდეგ  წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად მასწავლებელი  მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს,მოსწავლეები კითხულობენ  ტექსტს და  გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს დასმულ საკითხთან მიმართებით,კერძოდ,რა მიზეზებია ‘’საჭირო’’ და აუცილებელი კაცთა კვლისათვის.

ვარაუდების გამოთქმა

საერთო საკლასო






სახელმძღვანელო,ტექსტი,
ფლოპჩარტი,
მარკერი






სამუშაო ფურცელი N1
8.წთ







3.
შემდეგ მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას მოსწავლეები,წაიკითხავენ ტექსტის მე-2 თავს მასწავლებელთან ერთად და მონიშნავენ მნიშვნელოვან ეპიზოდებს ,კერძოდ,იმედას ქავისა  და თვითწყევლის  ეპიზოდებს და გააანალიზებენ უმთავრეს დეტალებს.იმსჯელებენ ბუნების სურათზე    ნისლის,სინათლისა და რქის  მეტაფორებზე, (ფლიპჩარტზე დაიტანენ საკუთარ შეხედულებებს  ბუნების სურათთან და მეტაფორებთან დაკავშირებით)ასევე დროგაჩრებულ,გაქვავებულ სივრცეში იმედას ქავის ფონზე ალუდას ფიქრებსა და განცდებზე და  ლიბოდაურღვეველ  იმედას ქავს შეადარებენ თინიბექაურების  დარღვეულ ციხეს ,რომლის ლიბოში  ‘’ჩაძვრა გველი’’ და ბაცალიგოს ციხე დაიქცა,თუმც ტექსტში ბოროტების ციხე არ ირღვევა.
ხმამაღალი ფიქრის მეთოდი
საერთო საკლასო
სახელმძღვამელო „ალუდა ქეთელაური “მე-2 თავი;
ფლიპჩარტი,მარკერი
20.წთ
4.





შეჯამეთ ეპიზოდი და დააფიქსირეთ  თქვენი შეხედულებები  ალუდას მიერ მტერობისა და სისხლისღვრის გმობა -უარყოფასთან დაკავშირებით პირობითი
სათაურით ‘’ვისაც მტერობა მოსწყურდეს’’.დამხმარე კითხვები:(რა ფიქრს აღუძრავს ალუდას’’იმედას ქავის’’ ხილვა?რას მიგვანიშნებს ავტორი ფრაზით:’’გველმა ვერ გასჭრა ლიბოი ?’’რისი სიმბოლოა’’იმედას ქავი’’?რა შედეგები მოაქვს დაუსრულებელ მტრობას?)
მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იძახებს ნებისმიერ წყვილიდან ერთ-ერთს და  წარადგენს საკუთარ ნაშრომს.

დაფიქრდი,დაწყვილდი,გაუზიარე.



წყვილები



საშინაო დავალების რვეულები,
სახელმძღვანელო
10წთ








5.
მასწავლებელი მოსწავლეებს საშინაო დავალებად აძლევს ტექსტის  მე-2თავიდან დამოუკიდებლად გააანალიზონ   ალუდასა და უშიშას დიალოგი,ხევსურთა მიერ ალუდას შერისხვა და მინდიას პოზიცია ალუდას და თანასოფლელების მიმართ.

ევრისტიკული მეთოდი






ინდივიდუალური



სახელმძღვანელო,ტექსტი,საშინაო დავალების რვეული


1წთ.


6.
შეფასება
მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებას აძლევს მოსწავლეებს გაკვეთილის მსვლელობისას და
გაკვეთილის დასასრულს.
განმავითარებელი შეფასება



ინდივიდუალური
განმავითარებელი შეფასების რუბრიკადანართი N1



4.წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. XI. 1. მოსწავლესშეუძლიასაჯარომოხსენებისწარმოდგენა (ზეპირიგამოსვლ)  კონკრეტულიაუდიტორიისწინაშეკონკრეტულიმიზნით.
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან, რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

ქართ. XI. 5. მოსწავლესშე-უძლიასხვადასხვაეპოქისტექსტებისგაანალიზებამათშიასახულიინფორმაციის, თემების, იდეებისადაპრობლემატიკისთვალსაზრისით.
·         ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.
ქართ. XI. 8. მოსწავლესშეუძლიაკითხვისეფექტურისტრატეგიებისარჩევადაგამოყენება.
განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს,  განიხილავს  მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
                                                                                           
ქართ. XI. 9.  მოსწავლესშეუძლიამხატვრულინაწარმოებისწერილობითგაანალიზება.

·         მსჯელობს ავტორის პოზიციისა და იმის შესახებ, როგორ გამოიხატება ეს პოზიცია ნაწარმოებში;










შეფასების კომპონენტი
შეფასების კრიტერიუმები
სუსტი
 საშუალო
კარგი
ძალიან კარგი
  განსახილველი საკითხის არსის ჩამოყალიბება; საკუთარი მოსაზრების გამოთქმა;
უჭირს საკუთარი აზრის    გასაგებად  ჩამოყალიბება  და გამოთქმა,
მსჯელობა
ბუნდოვანია
აყალიბებს  აზრს და გამოთქვამს  მოსაზრებებს,მსჯელობს,
მაგრამ აკლია არგუმენტები,სჭირდება დაზუსტება
მკაფიოდ, ცხადად და   გასაგებად აყალიბებს  აზრს გამოთქვამს   მოსაზრებებს
მკაფიოდ, ცხადად და   გასაგებად აყალიბებს  აზრს და გამოთქვამს  განსხვავებულ მოსაზრებებს
ტექსტის ანალიზი და ინტერპრეტაცია

უჭირს ტექსტის ანალიზი,
ინტერპრეტირება;
ვერ ასაბუთებს მოსაზრებას
აანალიზებს ტექსტს,
მაგრამ უჭირს ინტერპრეტირება.

აანალიზებს  ტექსტს;
შეუძლია ტექსტში ასახული  პრობლემის  ინტერპრეტირება.
აანალიზებს  ტექსტს სიღრმისეულად,
შეუძლია ტექსტში ასახული   პრობლემის  ინტერპრეტირება.


ხელმოწერა:ნინო გაბუნია

თარიღი:  24.04.2019










                                      სამუშაო ფურცელი#1
   ფრანგი ფილოსოფოსი    პასკალი თავის დამოკიდებულებას მტრობისადმი შემდეგნაირად გამოხატავს:                           

‘’-რატომ მკლავ კაცო?
-როგორ თუ რატომ? შენ ხომ წყალგაღმა ცხოვრობ, შენ რომ გამოღმა ცხოვრობდე,ჩემო კეთილო,მე მართლაც მკვლელი ვქნებოდი და შენი მოკვლა ბოროტმოქმედებად ჩამეთვლებოდა ,მაგრამ რაკი წყალგაღმა ცხოვრობ,ჩემი საქმე სამართლიანია და მე გმირი ვარ?’’

იმსჯელეთ, რა მიზეზებია ‘’საჭირო და აუცილებელი’’კაცთა  კვლისათვის?


                                      











No comments:

Post a Comment

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში"

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" - პრეზენტაცია