Thursday 1 June 2017

ქსელურ პროექტში განხორციელებული აქტივობები და პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ნინო გაბუნია
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ფოთი
სკოლა
სსიპ ფოთის #3 საჯარო სკოლა
პროექტისმონახაზი
პროექტისდასახელება
ლიტერატურა და მოგზაურობა    თემა : როგორ ვიღებთ მსგავსება განსხვავებას   ჩვენს საზოგადოებაში
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან მასალებს ამერიკის ,როგორც კონტინენტის ,ისტორიას,ასევე შეისწავლიან საინტერესო ფაქტებს აშშ-ს ისტორიიდან.წაიკითხავენ ჰარპერ ლის ტექსტს ‘’ნუ მოკლავ ჯაფარას’’,ისაუბრებენ ტექსტში დასმულ პრობლემებზე,გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას დღესაც აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე.ნახავენ ტექსტის ეკრანიზაციას, ისაუბრებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე,დაწერენ ესეებს,დააფიქსირებენ საკუთარ   შეხედულებებს.გააკეთებენ ბუკლეტებს,პოსტერებს,დაწერენ მათთვის საინტერესო ერთი  ეპიზოდდან სცენარს როლური თამაშისათვის.გააკეთებენ ბლოგს.
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
საბაზო  კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ოთხი თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
1.მიმართულება : ზეპირმეტყველება  ქართ.VIII.1.
მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე და წარმოაგდენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე
მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას
მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
2.მიმართულება :კითხვა ქართ.
VIII.5.
მოსწავლე კითხულობს ტექსტს და მსჯელობს კონკრეტულ საკითხზე
ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს  წაკითხულ ტექსტში.
არკვევს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს.

პოულობს მსგავსებასა და განსხვავებას სხვადასხვა  ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში,რომლებიც შეიცავს  ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას.
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
3.მიმართულება:წერა ქართ
VIII.10.
მოსწავლე წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრიის,მსჯელობს კონკრეტულ საკითხზე  სათანადო არგუმენტების მოხმობით
ფაქტებზე დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას და წერილობით აყალიბებს მოსაზრებას.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მიმოიხილავენ კონკრეტული ქვეყნის ისტორიას,ისაუბრებენ კულტურული მრავალფეროვნების,როგორც მნიშვნელოვენი ფასეულობების გათავისებისა და გააზრების აუცილებლობაზე.გამოხატავენ ტექსტში წამოჭრილ თემებს და პრობლემებს იმ ჭრილში,რომლებიც დღესაც აქტუალურია.
განუვითარდებათ შემოქმედებითი,კრიტიკული აზროვნების უნარები,ასევე ცოდნის ტრანსფერის,პროდუქტის შექმნის,პასუხისმგებლობის,თვითშეფასების,პრეზენტაციის კომპეტენციები.
გამოიყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ  და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასამთლიანებლად.

ზოგადი კითხვა
რამდენად კრავს ,ამთლიანებს ადამიანებს საერთო მომავალზე ფიქრი?
თემატური კითხვები

რატომ არის აუცილებელი განსხვავებულის მიმღებლობა საზოგადოებისათვის?
შინაარსობრივი კითხვები
რა გლობალურ პრობლემას ეხება ტექსტი?რა არის საჭირო სტიგმატიზაციის დასაძლევად?რამდენად გვიმსუბუქებენ ‘’ადათები’’-სტერეოტიპები ცხოვტრებას?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
გონებრივი იერში

ტექსტი

განმავითარებელი შეფასება
პროექტის მსვლელობისას
სლაიდშოუს მომზადება პრეზენტაციისათვის.
ბუკლეტების,პოსტერების დამზადება.
განმავითარებელი შეფასება
პროექტის დასრულების შემდეგ
პრეზენტაცია
ზეპირი პრეზენტაციისათვის წინასწარ  შედგენილი  კრიტერიუმები.
შეფასების მოკლე მონახაზიპროექტის განმავლობისას მოსწავლეების მიერ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და ტექსტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი შეკითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად ჩავატარებთ გამოკითხვას. განვსაზღვრავ მოსწავლეების წინარე ცოდნას და დაეხმარეთ მათ გაიხსენონ, რა იციან სტერეოტიპებსა და სტიგმაზე.ამისათვის გამოვიყენებთ ვენის დიაგრამას. პერიოდულად გავაანალიზებთ  პასუხებს წაკითხულ მასალაზე, რათა შეაფასოთ ნაწარმოების გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარმართოთ სწავლების პროცესი.
საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გავმართავთ თანაკლასელთა კონფერენციებს უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმას გამოიყენებენ თანაკლასელების შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.
საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოვიყენებ პროექტის შეფასების სქემა შევაფასებ მოსწავლეთა მონაწილეობას საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე.
წინარეცოდნა
წერითი და ზეპირმეტყველების უნარი,ციფრული ტექნოლოგიების ფლობის საბაზისო უნარები.წერილობით და ზეპირად მასალების ინტერპრეტირებისა და საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უნარი.
სასწავლო პროცედურები

თავდაპირველად ავირჩევთ ქვეყანასა და ტექსტს,რომლის შესახებაც გვსურს საუბარი და გავანალიზებთ იმ ფაქტორებს,რომელთა გამოც ვიწყებთ პროექტზე მუშაობას.ვისაუბრებთ ,რატომ არის მნიშვნელობანი ამბების თხრობა და რამდენად ამთლიანებს ლიტერატურული ტექსტები სხვასასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს,განვმარტავთ,რონ ჩვენ თითქმის ერთნაირი პრობლემები  გვაწუხებს,გაუცხოება,შიში,უნდობლობა, წავაკითხებ ‘’მიეცით ადამიანებს წასვლის ნება’’,:შევაფასებთ დასმულ საკითხებს ,რამდენად მტრულია ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო,რა აშფოთებს ინდივიდს და შევთავაზებ ჰარპერ ლის ტექსტს ;’’ნუ მოკლავ ჯაფარას’’.
შემდგომ ეტაპზე ისინი გაეცნობიან ტექსტს,ნაწყვეტებს წავიკითხავთ კლასში,ნაწარმოების კითხვისას ავხსნით მათთვის უცნობ ტერმინებს.მოსწავლეები კითხვისას აწარმოებენ ჩანაწერებს,გამოიკვლევენ დასმულ პრობლემებს და გააანალიზებენ ისტორიულ კონტექსტთან მიმართებით.ასევე დაუკავშირებენ მწერლის ბიოგრაფიას იქ წამოჭრილ პრობლემებს.მოიძიებენ და ერთად ვნახავთ ფილმს ‘’ნუ მოკლავ ჯაფარას’’.ყოველ კვირას შევაგროვებ მოსწავლეთა ჩანაწერებს და შევაფასებ ,რამდენად შეძლეს ტექსტის გაგება,ინფორმაციის გაცნობიერება.
განვიხილავთ ამონარიდებს ტექსტიდან.ყურადღებას გავამახვილებთ მათთვის მახლობელ პერსონაჟზე,მის პიროვნულ მახასიათებლებზე.შემდეგ გავაკეთებთ პროექტის საბოლოო   პრეზენტაციას.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
ერთი მოსწავლე თამარ კაპანაძე
მოსწავლე წაიკითხავს მწერლის ადაპტირებულ ბიოგრაფიას, ასევე ცალკეულ ეპიზოდებს,რომელთა გააზრება და გაცნობიერება გაუადვილდება მას,რათა მთლიანობაში შეძლოს ტექსტის შინაარსის გაგება.დაწერს ეპიზოდების მოკლე შინაარსს, გააკეთებს პოსტერებს, ასევე დახატავს ილუსტრაციებს ტექსტიდან.
მონაწილეობას მიიღებს როლურ თამაშში.



არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ნიჭიერი მოსწავლეები

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
მიუთითეთ სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სასწავლო მასალები, მოთხრობები, ლაბორატორიული გზამკვლევები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
მიუთითეთ ძირითადი მასალები, რომლებიც პროექტის განხორციელებისასგამოიყენებთ. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების მითითება, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
მიუთითეთ ვებმისამართები, რომლებიც დაგჭირდებათ პროექტისგანხორციელებაში
სხვა რესურსები
მიუთითეთ სხვა დამატებითი რესურსები, მაგალითად საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან/სკოლიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.

   გაკვეთილის გეგმა-კონსპექტი    „უცხო“ This is tolerance

გაკვეთილის  თემა


ინგლისური -
ქართული -



სწავლების საფეხური

VIII კლასი საფეხური, საბაზო


საგანი


ინგლისური ,ქართული
მასწავლებლები
 ინგლისური - ქეთევან ღვანია,ქართული -ნინო გაბუნია
გაკვეთილის ხანგრძლივობა
 90წთ.

მოსწავლეთა პროფილი


29მოსწავლე

სსსმ-თა რაოდენობა


1


გაკვეთილის მნიშვნელოვნება და აქტუალობა


გაკვეთილი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები ადრეული ასაკიდან შეეჩვიონ ამა თუ იმ ტექსტის დამოუკიდებლად გააზრებას,საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენას,კრიტიკული აზრის გამოხატვას,საზოგადოებისათვის დღესაც აქტუალურ თემებზე,კერძოდ სტერეოტიპური აზროვნების რღვევა და ტოლერანტიზმის პატივისცემა.



გაკვეთილის მიზნები და ამოცანები:
ისინი  მოიძიებენ,წაიკითხავენ და იმსჯელებენ ჰარპერ ლისა და მის ემოქმედებაზე  ინგლისურ და ქართულ ენებზე.

    1.  წინასწარ მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
    2.  Microsoft Power Point-ში ვიზუალური მასალის შექმნა.
    3.  თვალსაჩინოებების (ილუსტრაციები, პოსტერები) შექმნა   
         საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებით.





ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
მიმართულება: ლაპარაკი (ინგლისური)
უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა--პასუხობს თემასთან  დაკავშირებულ კითხვებს.
უცხ.ს.IV.17 მოსწავლეს შეუძლია საკვანძო სიტყვებსა და ენობრივ კონსტრუქციებზე დაყრდნობით შეასრულოს სამეტყველო დავალებები.
უცხ.ს.IV.19 მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო უნარ-ჩვევებს, იყენებს  სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას.
უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად  საჭირო რესურსების გამოყენებით.
მიმართულება:კითხვა(ინგლისური)
უცხ.ს.VII.4 მოსწავლეს შეუძლია  წაიკითხოს,გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტი;
უცხ.ს.VII.5 მოსწავლეს შეუძლია   გააანალიზოს  ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით;
უცხ.ს.VII.7 მოსწავლე იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით;






მიმართულება:

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს აქვთ თემით გათვალისწინებული საჭირო ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში,მოძიებული აქვთ საჭირო რესურსები თემასთან დაკავშირებით,(ინგლისური ენა,ქართული)
რესურსები
კომპიუტერი,დაფა,ცარცი,  წყაროებიდან მოპოვებული სხვადასხვა დამატებითი მასალა,ვიდეო მასალა
შეფასების საგანი/პროცედურები
საგაკვეთილო პროცესში  ჩართულობა,პრეზენტაცია


გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი (აქტივობა და დრო)
 A ფაზა
სასწავლო მიზნის მისაღწევად ვატარებთ შემდეგ აქტივობებს

აქტივობა N1-პროვოცირება-გონებრივი იერიში(3წთ.)რა მოხდებოდა მაშინ,თუ ინდივიდებს არ გაუჩნდებოდათ კიტხვები საზოგადოებაში გაბატონებული გარკვეული ნორმების მიზანშეწონილობის შესახებ;(ქართული)




აქტივობა N2-კითხვა-პასუხი:(7წთ)
1.რატომ არის კითხვების დასმა აუცილებელი?
 2. რა კითხვებს სვამენ ჩვენი ნაცნობი პერსონაჟები?( ქართული)
აქტივობა N3-ინგლისური-3წთ.ჰარპერ ლიი


Bფაზა -- ცოდნის კონსტრუირება.
 აქტივობა N3-რატომ არის მნიშვნელოვანი განსხვავებულის ატანა?
 
აქტივობა N4-სქემაზე მუშაობა; ვინ არის პასუხისმგებელი ინდივიდების სტიგმატიზაციაზე;(ქართული)
აქტივობაN5,-ინგლისური
აქტივობაN8 ,9,10  (ფიზიკა)
აქტივობაN11.პლანეტების აიროვანი გარსი (ქიმია)
აქტივობა N12-დაუკავშირეთ სიტყვები თავიანთ განმარტებებს(ინგლისური ენა)
აქტივობა N13,14,15 ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი(ფიზიკა)



C ფაზა რეფლექსია
აქტივობა N16-მოკლე ვიდეორგოლის ჩვენება კეპლერის კანონის შესახებ(ფიზიკა)
აქტივობა N17 ატმოსფერული გარსის ქიმიური შემადგენლობა;
ავოგადროს კანონი;მენდელეევის პერიოდულობის სისტემა(ქიმია)
აქტივობა N18-შემაჯამებელი აქტივობა--გამოიცანით რომელი პლანეტაა და დაახასიათეთ ისინი(ინგლისური ენა)
აქტივობა N19  გუნდური თამაში პლანეტები მზის სისტემაში
აქტივობა N20-მოსწავლეები ავსებენ გაკვეთილის შეფასების ბარათებს;
აქტივობა N21-შეფასება-2წთ (მოსწავლეებს ვაფასებ 10-ქულიანი სისტემით ინგლისურ ენაში,ფიზიკაში,ქიმიაში).










გთავაზობთ პროექტში განხორციელებული აქტივობების ბმულს:  https://sway.com/BQp24hGKk0Gutikl 


No comments:

Post a Comment

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში"

ქსელური პროექტი "საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში" - პრეზენტაცია